კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა შპს შტაიფ საქართველო

1. მიზანი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს შპს შტაიფ საქართველოს
(საიდენტიფიკაციო კოდი: 405847268) მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და შენახვის პრინციპებსა და წესსა. დოკუმენტი შედგენილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს შტაიფ საქართველოს ვებგვერდითა და სერვისებით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და არის ორმხრივად მავალდებულებელი.

2. ტერმინების განმარტება

კომპანია – შპს შტაიფ საქართველო, საიდენტიფიკაციო კოდი 405847268, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ქუჩა ი. აბაშიძე, N 70.

პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.

მომხმარებელი (მონაცემთა სუბიექტი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.

მომხმარებლის თანხმობა – მომხმარებლის მიერ გამოხატული ნება პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მომხმარებლისა და კომპანიისა.

3. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებლის თანხმობის არსებობისას.
  • კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  • მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.

4. შეგროვებული მონაცემები

მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისას, კომპანია აგროვებს შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი და გვარი – მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის.
  • ტელეფონის ნომერი – კომუნიკაციისა და მიწოდების კოორდინაციისთვის.
  • ქალაქი და მიტანის მისამართი – პროდუქტის მიწოდებისთვის.
  • ელექტრონული ფოსტა ასეთის მოწოდების შემთხვევაში – შეკვეთის დადასტურებისა და სიახლეების შეტყობინებისთვის.

5. მონაცემების გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეკვეთის დამუშავება და შესრულება.
  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია.
  • შეკვეთის სტატუსის შეტყობინება.
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია.
  • მარკეტინგული სიახლეების, შეთავაზებებისა და აქციების შეტყობინება კანონმდებლობის შესაბამისად.
  • სტატისტიკური მიზნებისთვის, ანონიმური, ინდივიდუალური ვინაობის გამჟღავნების გარეშე.

6. მონაცემების გაზიარება

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეს არ გაუზიარებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
  • მიწოდების სერვისებისთვის, შეკვეთის შესრულების მიზნით, მხოლოდ საჭირო მოცულობით.
  • სამართალდამცავი ორგანოებისთვის, კანონმდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში.

მესამე მხარეები ვალდებულნი არიან შეინახონ მომხმარებლის მონაცემები კონფიდენციალურად და უსაფრთხოდ.

7. Cookies (მზა ჩანაწერები)

კომპანია იყენებს Cookies ტექნოლოგიას ვებგვერდზე სარგებლობის გასაუმჯობესებლად. Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე და ეხმარება კომპანიას სერვისის პერსონალიზებაში. ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს Cookies-ის გამოყენებაზე თანხმობას.

8. მონაცემების შენახვის ვადა

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ინახავს არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში, შემდეგი მიზნებისთვის:

  • სამართლებრივი მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვისთვის.
  • შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დადასტურებისთვის.
  • კანონმდებლობითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

9. არასრულწლოვანი პირები

კომპანიის სერვისები განკუთვნილია 18 წელს გადაცილებული პირებისთვის. თუ კომპანიისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი არასრულწლოვანია, მისი მონაცემები არ იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ შეგვატყობინეთ:
steiffgeorgia@gmail.com

10. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:

  • მოითხოვოს საკუთარ მონაცემებზე წვდომა.
  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება ან განახლება.
  • მოითხოვოს მონაცემების წაშლა კანონმდებლობის ფარგლებში.
  • გამოიხმოს თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.

ამ უფლებების განხორციელებისთვის დაგვიკავშირდით:
steiffgeorgia@gmail.com ან
599 54 27 27.

11. უსაფრთხოება

კომპანია გამოიყენებს საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დასაცავად არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შეცვლის ან განადგურებისგან.

12. ცვლილებები პოლიტიკაში

შპს შტაიფ საქართველო იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ცვლილებების შესახებ მომხმარებელი ეცნობება ვებგვერდის ან ელ-ფოსტის საშუალებით.

13. საკონტაქტო ინფორმაცია

  • კომპანია: შპს შტაიფ საქართველო
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 405847268
  • მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ქუჩა ი. აბაშიძე, N 70
  • ელ-ფოსტა: steiffgeorgia@gmail.com
  • ტელეფონი: 599 54 27 27

საყიდლების კალათა

No products in the cart.